შეიქმნა სიგნალების და სისტემების თემაზე მომუშავე ჯგუფი რომელის მიზანიც არის ქართულ ენაზე შექმნას თანამედროვე სასწავლო სახელმძღვანელო და მეთოდოლოგია.
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, სიგნალების და სისტემების თემის მეცნიერული და საინჟინრო გამოყენების საფუძვლების ცოდნა უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ამ დისციპლინაზეა აგებული მთელი ციფრული ტექნოლოგიები.
თუმცა სამწუხაროდ ამ მიმართულებით საქართველოში არ ცატარებულა კომპლექსური მუშაობა და არ არის სრულყოფილი ლიტერატურა რომელიც დაეხმარება სტუდენტს ან პროფესიონალს ჩაუღრმავდეს სხვადასხვა საინჟინრო პრობლემებს სიგნალების და სისტემების ანალიზის დონეზე.
განათლების საბჭოთა სისტემიდან დღევანდელ სისტემაზე გადასვლის პროცესში მოხდა რიგი ფუნდამენტალური თემების არასრულყოფილად ინტეგრაცია რამაც შექმნა სასკოლო და საუნივერსიტეტო თემებს შორის მათემატიკური აპარატის დონეების შორის წყვეტა.
რის გამოც აუცილებელია რიგი დისციპლინების, კერძოდ ჩვენს შემთხვევაში “სიგნალების და სისტემების” თემის განახლება, თანამედროვე მიდგომების ინტეგრირება და მათემატიკური აპარატის ადაპტირება იმგვარად რომ ადვილად აღსაქმელი იყოს თემით დაინტერესებული პირებისათვის.
ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმა, სამუშაო ჯგუფი რომლის მიზანია სრულყოფილად შეისწავლოს, თანამედროვე აკადემიური მასალები და შექმნას სრულყოფილი ლიტრატურა და სასწავლო პროგრამა რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ ასევე ღრმად ინტეგრირებულ პრაქტიკულ სამუშაოებს.