ცენტრის შესახებ
ელექტრო და საინფორმაციო ინჟინერიის კვლევითი ცენტრი (EIERC) არის საქართველოში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია მტკიცე საფუძველი ჩაუყაროს და გააძლიეროს კერძო და საჯარო სამრეწველო სექტორებსა და საგანმანათლებლო-კვლევით დაწესებულებებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა, რათა უახლესი ტექნოლოგიებისა და ამოცანებთან ერთობლივი მიდგომების შემუშავების საფუძველზე განხორციელდეს სხვადასხვა ბიზნეს გამოწვევების მარტივად დაძლევა.
ცენტრის ამოცანაა განსხვავებული მიმართულების ექსპერტთა ჯგუფებს შორის მაქსიმალური თანამშრომლობის მიღწევა და სხვადასხვა ბიზნეს სექტორში არსებული გამოწვევებისადმი სინქრონიზირებული მიდგომის ინიცირება და მართვა.
ცენტრის მიზანია დაეხმაროს ტექნოლოგიურ სტარტაპებს, სტუდენტებს და მკვლევარებს ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურაზე და ცენტრის სამეცნიერო - საინჟინრო რესურსებზე წვდომის მინიჭებით.
ცენტრის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:
- მიკროელექტრონიკისა და ჩაშენებული სისტემების დიზაინი,
- ავტომატიზაცია და რობოტექნიკა,
- მანქანური ხედვა,
- ძალოვანი ელექტრონიკა,
- რადიო და ოპტიკური ტელეკომუნიკაციები.
ამ მიმართულებებით სპეციალიზებულ საინჟინრო საქმიანობებს ეწევა ცენტრის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისა და დარგის ექსპერტთა გუნდი, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი აკადემიური ხარისხი და პრაქტიკული გამოცდილება.
გარდა სამეცნიერო კვლევითი და საინჟინრო თემებისა, ცენტრი ასევე მნიშვნელოვან რესურსებს უთმობს აკადემიური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას და გაუმჯობესებას.
ამ პროგრამების მიზანია არამხოლოდ ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და პროფესიონალების სხვადასხვა ტექნოლოგიურ სფეროებში თეორიული ცოდნის ამაღლებას, არამედ დაეხმაროს მათ შესაბამისი პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში და საბოლოოდ დასკვნით ეტაპზე საკვალიფიკაციო გამოცდების საშუალებით მოახდინოს სპეციალისტთა სერტიფიცირება და აკრედიტაცია.
ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების მიმწოდებლებთან, სხვა სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან, სამრეწველო სქტორთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან.
გარდა ამისა, ცენტრი ორიენტირებულია ადვოკატირება გაუწიოს უახლესი ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების პოპულრიზაციასა და მათ ფართოდ დანერგვას.
განსაკუთრებით იმ საკითხების, რომლებიც კავშირშია ისეთ მნიშვნელოვან თემებთან, როგორიცაა ურბანული განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა და სხვადასხვა მუნიციპალური მომსახურებების ავტომატიზაცია.
სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, „ელექტრო და საინფორმაციო ინჟინერიის კვლევითი ცენტრი" მიზნად ისახავს იყოს წამყვანი აქტორი საქართველოში Industry 4.0 პლატფორმების ინტეგრაციისა და დანერგვის საქმეში.