კომპანია აპნისის ხელშეწყობით იქმნება ღია IoT ლაბორატორია..

IoT ქსელის ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს კვლევით ორგანიზაციებს და უნივერსიტეტებს შექმნან და გამოცადონ ახალი პროდუქტები და სერვისები. 


ჭკვიანი ქალაქები, სახლები, თუ სოფლისმეურნეობა და კიდევ სხვა უამრავი ჭკვიანი კონცეფციები მთლიანად ეფუძნება რეალურ რეჟიმში მონაცემების ანალიზს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას და რუტინული პროცესების ავტომატიზირებას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ეფექტურობას.  


ზემოდხსენებული ციკლის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს IoT (ნივთების ინტერნეტის) ტექნოლოგიები რომელიც ამასთანავე შედის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მთავარ მიმართულებაში. 

IoT ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარება და სწრაფად დანერგვა წარმოადგენს საჯარო და კერძო სექტორების ხელმძღვანელთა სტრატეგიული ამოცანას, რისთვისაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება როგორც განათლების ასევე კვლევების და ეკონომიკის დარგების IoT გადაწყვეტილებებით არჭურვის მიმართულებით.


საქართველოში ეს მიმართულება ჯერ კიდევ ჩანასახის სტადიაშია, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ან ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციის არასრულყოფილად არსებობის და შესაბამისი სპეციალისტების სიმწირის გამო. 


ამ პროცესის ასაჩქარებლად ორგანიზაციამ მემორანდუმი გააფორმა კომპანია აპნისთან რომელიც 2016 წლიდან გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს IoT ქსელის პირველ ოპერატორს რეგიონში.


მემორანდუმის ფარგლებში:


  • შეიქმნება ღია IoT ქსელი რაც საშუალებას მისცემს უნივერსიტეტებს, ტექნოლოგიურ სტარტაპებს და ყველა დაინტერესებულ პირს, შექმნან, გატესტონ და კომერციული გაშვებისათვის მოამზადონ IoT პროდუქტები და სერვისები.
  • შეიქმნება სასწავლო პროგრამა და ჩატარდება ტრეინინგები შესაბამისი დარგის სტუდენტების და პროფესიონალების მოსამზადებლად.
  • შეიქმნება ტექნოლოგიის გაცნობითი მასალები (ვორკშოპები, სტატიები, ტრეინინგები) სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის სადაც განხილული იქნება სხვადასხვა მიმართულებებით გამოყენების ამოცანები (use cases)

ეს ძალისხმევა მიზნად ისახავს საქართველოში IoT ტექნოლოგიების განვითარებისა და ფართოდ დანერგვის ხელშეწყობას, რაც შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური ზრდის სტრატეგიას.

გაზიარება
იარლიყები
IoT
New electronic module promises maximum efficiency and long-lasting battery life