​მისია და ხედვა


ჩვენი მისია


განახორციელოს სამეცნიერო კვლევები მანქანური ხედვის, რადიო ინჟინერიის, ჩაშენებული სისტემების (მიკროელექტრონიკა) და SCADA-ს მიმართულებებით, ამასთანავე კვლევების საფუძველზე შეიმუშავოს ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც გადაჭრიან სხვადასხვა სექტორში არსებულ აქტუალურ გამოწვევებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და სხვა.

აკადემიურ და ინდუსტრიულ სფეროებს შორის თანამშრომლობითი ეკოსისტემის მოწყობით, ისეთი ტექნოლოგიური ინკუბატორის შექმნა რომელიც დაეხმარება როგორც ცალკეულ პროფესიონალებს ასევე ტექნოლოგიურ სტარტაპებს აღიჭურვონ ისეთი ცოდნითი ინსტრუმენტებით, რომლებიც მათ გამოადგებათ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სამყაროში გზის გასაკვლევად.


ხედვა


ცენტრის ხედვაა გახდეს გლობალურად აღიარებული კვლევითი ცენტრი ელექტრო და საინფორმაციო ინჟინერიის სფეროში, რომლის კვლევითი მიღწევებიც გამოიწვევს მნიშვნელოვან წინსვლას ავტომატიზაციის, ტელეკომუნიკაციისა და მონაცემთა დამუშავების მიმართულებით.

ცენტრის სურვილია იყოს ტექნოლოგიური განვითარების წინა ხაზზე, განსაკუთრებით ავტომატიზაციის, უსაფრთხო სატელეკომუნიკაციო ქსელების და ჩაშენებული გამოთვლითი გადაწყვეტილებების მიმართულებით. ინოვაციების ხელშეწყობით და გამოცდილების დაგროვებით, მიზანია მოწინავე ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში.