რადიო ინჟინერია
რადიო ინჟინერია ცენტრის კვლევითი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული საგანია. კვლევები ამ განხრით მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით; პირველი რადიო სატელეკომუნიკაციო ქსელების, ხოლო მეორე რადარების და ანტენების, დიზაინის და პროექტირების მიმართულებით.
რადიო სატელეკომუნიკაციო სისტემები.
რადიო სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე ზრდადი მოთხოვნიდან გამომდინარე, ცენტრი აქტიურად საქმიანობს როგორც სამეცნიერო-საინჟინრო, ასევე აკადემიური სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და საგანმანათლებლო მიმართულებით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთის თემები როგორიცაა, რადიო სიხშირული სპექტრის მართვა, ინტერფერენციებთან ბრძოლა, სიხშირული რესურსების ოპტიმალური დაგეგმარება.
კვლევები მოიცავს, როგორც ბიზნეს-კომერციულ ტექნოლოგიებს (GSM/WCDMA/LTE/5G-NR) ასევე კრიტიკული კავშირის (TETRA/P25/DMR) და უსადენო ინდუსტრიული მართვის (SCADA/IIoT) ქსელებსა და სისტემებს.
მობილური კავშირგაბმულობა:
- რადიო ქსელების ოპტიმიზაცია: მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და რადიო რესურსების ოპტიმალური გამოყენების მიზნით, რადიო ქსელების ტექნიკური პარამეტრების ოპტიმიზაცია.
- რადიო ქსელების დაგეგმარება: სიხშირული რესურსების განაწილების მეთოდების კვლევა, ფიჭური ქსელის ოპტიმალური დიზაინი, ხელშეშლების მინიმიზირება.
- თვით-ოპტიმიზირებადი ქსელები: მანქანური სწავლების მეთოდების და რეალურ-რეჟიმში მონაცემთა დამუშავების მიდგომების კვლევა და შემდგომ საკონფიგურაციო პარამეტრების ავტომატური ოპტიმიზაციის მიზნით მათი რადიო ქსელებში ინტეგრირება.
რადიო სარელეო და თანამგზავრული სისტემები:
- მაღალი გამტარობის რადიო სარელეო კავშირები: რადიო სარელეო არხების გამტარუნარიანობის ასამაღლებლად, მოდულაციების, სიგნალების დამუშავების ახალი მეთოდების კვლევა და მიდგომების შემუშავება.
- რადიო სხივების მართვის ტექნოლოგიები: თანამგზავრულ სისტემებში, დაფარვის ზონის გაზრდის და პარალელურად ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად სხივფორმირების (beamforming) ოპტიმალური მეთოდების შესწავლა.
IoT და რადიო ინდუსტრიული ქსელები:
- უსადენო სენსორული ქსელები: რეალურ რეჟიმში მართვის, სხვადასხვა ინდუსტრიული ამოცანებისათვის, უსადენო სენსორული ქსელების დიზაინი და ინტეგრაცია.
- რთულ გარემოში საიმედო ფუნქციონირება: რთულ სამრეწველო გარემოში, როგორიც არის, მაღალი ელექტრომაგნიტური ინტერფერენცია ან ტემპერატურული და ქიმიური პირობები, სტაბილური კავშირის უზრუნველყოფა და უსაფრთხო ფუნქციონირება.
- IoT სისტემების უსაფრთხოება: IoT პროტოკოლების უსაფრთხოების ანალიზი, IoT მოწყობილობების და ქსელების დაცვის მექანიზმების კვლევა.
რადარების და ანტენების დიზაინი
რადარების გამოყენება როგორც თავდაცვის ასევე სამოქალაქო დანიშნულებით, კერძოდ ამინდის და სატრანსპორტო რადარების განხრით, ცენტრის ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია.
რადარების პროექტირების მიმართულებით მნიშვნელოვანი ამოცანაა, მათი ფიზიკური ზომის მინიმიზირება, სამიზნე ობიექტის მყისიერი დაფიქსირების და ამოცნობის მახასიათელების გაუარესების გარეშე, ასევე რადარების მობილურობის გაზრდა და მათი ეკონომიკური ღირებულების შემცირება.
რაც შეეხება ანტენების დიზაინს აქ არსებითია სტაბილური და მდგრადი რადიო კავშირის ხარისხის უზრუნველყოფა ანტენების ფიზიკური და თვისობრივი მახასიათებლების გაუმჯობესების მეშვეობით.
კვლევების მიმართულება:
- რადარის სიგნალების დამუშავება და ანალიზი: ინტერფერენციით გამოწვეულ რთულ პირობებში სამიზნე ობიექტების დევნისა და თვალყურის სტაბილურობის შენარჩუნების და სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით, სიგნალების დამუშავების მეთოდოლოგიების კვლევა.
- ანტენის მასივების პროექტირება: ფაზური მასივის ანტენების და ადაპტირებადი სხივფორმირების სისტემების კვლევა და პროექტირება.
- მეტა-ნივთიერებები: ანტენების გაუმჯობესებული თვისებების მისაღებად, როგორიცაა ანტენის მაძლიერებელი მახასიათებლები, ანტენის შემცირებული ფიზიკური ზომა და ფართოსიხშირული დიაპაზონი, ახალ ნივთიერებათა თვისებების კვლევა და ანტენების პროექტირებისას მათი გამოყენება.
- რადარის კვეთის (RCS) შემცირება: კვლევები რადარის განივკვეთის შესამცირებლად, რაც მათ გახდის ნაკლებად შესამჩნევს ანტი სარადარო სისტემებისადმი.