მიკროელექტრონიკა

თანამედროვე დინამიურად ცვლად სამყაროში, რომელიც დღითიდღე მეტად საჭროებს რუტინული ამოცენების და პროცესების ავტომატიზაციას, ელექტრონული წყაროებიდან მიღებული მრავალი სახის მონაცემების რეალურ რეჟიმში დამუშავებას, ანალიტიკას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ჩაშენებული სისტემებისა და მიკროელექტრონული საშუალებების როლი ექსპონენციალურად გაზრდილია.


პირადი სმარტფონიდან და სმარტსაათებიდან დაწყებული, სახლის ჭკვიან მოწყობილობებამდე, თუ ინდუსტრიული რობოტებით დამთავრებული, ჩაშენებული სისტემები საშუალებას იძლევა მაღალი ეფექტურობით შესრულდეს დასახული ამოცანები.


ყველა სამრეწველო მიმართულებით, ინოვაციების საზღვრების გაფართოების პარალელურად, ჩაშენებული სისტემებისა და მიკროელექტრონიკის როლი კიდევ უფრო გადამწყვეტი ხდება.


ჩაშენებული სისტემებისა და მიკროელექტრონული ინდუსტრიის გამოწვევები


მიუხედავად იმისა, რომ ჩაშენებული სისტემებისა და მიკროელექტრონული მოწყობილობების გამოყენების არეალი ფართოა, ხოლო მათი შესაძლებლობები კი უზარმაზარი, მათ პრაქტიკაში დანერგვას თან ახლავს გარკვეული ტექნიკური და ეკონომიკური სახის სირთულეებიც.


ამ მიმართულების ტექნოლოგიური სახის გამოწვევებს მიეკუთვნება ისეთი საკითხები როგორიცაა: კომპლექსური არქიტექტურის გამარტივება, სისტემების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, მინიატურიზაცია და სხვა.
 

ამასთანავე, გაზრდილი კიბერ საფრთხეების ეპოქაში ჩაშენებული სისტემების უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველყოფა წარმოადგენს დამატებით დამაბრკოლებელ ფაქტორს რაც თავის მხრივ მოითხოვს ამ თემის ყურადღებით კვლევას.

Focus Areas


ნივთების ინტერნეტი




ნივთების ინტერნეტი, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომლის გამოყენების არეალი მოიცავს როგორც საყოფაცხოვრებო საქმიანობის ასევე ინდუსტრიული წარმოების პროცესების და აქტივობების ავტომატიზაციას.

IoT როგორც აპარატურული, პროგრამული, ქსელის არქიტექტურული თუ უსაფრთხოების კომპონენტების ერთობლიობა საკმაოდ კომპლექსური თემატიკაა, რომელიც ჯერ კიდევ ფეხს იკიდებს და მუდმივად განიცდის ცვლილებებს.

EIERC-ის მიკროელექტრონიკისა და სატელეკომუნიკაციო მიმართულების გუნდები ინტენსიურად მუშაობენ IoT სენსორული ქსელების პროტოკოლების და აპარატურული გადაწყვეტილებების შემუშავების მიმართულებით.

რობოტექნიკა



EIERC რობოტექნიკის მიმართულებით იკვლევს მართვისა და კონტროლის, ადამიანისა და რობოტის ურთიერთქმედების სისტემებს, რობოტების ავტონომიურ ნავიგაციას და ასეთი სისტემების დანერგვას სხვადასხვა დარგებში, როგორიცაა გეოლოგია, უსაფრთხოება, აგრონომია მედიცინა და სხვა.

ინდუსტრიული სისტემები


საწარმოო პროგრესის ქვაკუთხედს წარმოადგენს ინდუსტრიული აპარატურის სტაბილურობა და მდგრადი ფუნქციონალობა.

ცენტრის საინჟინრო კვლევითი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ძალოვან/კვებით ელექტრონიკა და ინდუსტრიული მართვის სისტემები და სამრეწველო ავტომატიზაცია.

ბდ. დიზაინი




არცერთი ელექტრონული მოწყობილობა არ არსებობს ელექტრონული კომპონენტების და ელექტრონული ბეჭდური დაფების გარეშე, რომლის პროექტირების და წარმოების თემატიკაც წარმოადგენს ცენტრის საქმიანობის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს მიმრთულებას.

სიგნალების მთლიანობა, ელექტრო მაგნიტური გამოსხივება, თერმული მედეგობა თუ გარე და შიდა ხმაური არის პრობლემების ის მცირე ჩამონათვალი რაც თან ახლავს ამ თემატიკას და რისი კვლევაც მნიშვნელოვანია ენერგოეფექტური და სტაბილური ელექტრონული მოწყობილობების შესაქმნელად.