სიგნალები და სისტემები



„სიგნალის და სისტემები“ წარმოადგენს საბაზისო ფუნდამენტურ თემას, რომელზედაც დაყრდნობით ვითარდება თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები და სატელეკომუნიკაციო სისტემები. სიგნალების და სისტემების საშუალებას იძლება მივიღოთ, გავაანალიზოთ და გარდავქმნათ სხვადასხვა ფორმებში ნებისმიერი სახის ინფორმაციული სიგნალი.

სიგნალები და სისტემები ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელოვანი თემატიკაა, რადგან მასზე დაფუძნებულია ცენტრის საინჟინრო და სამეცნიერო კვლევების სხვა თემებიც. სიგნალების და სისტემების მხრივ სამუშაოები გაშლილია, ციფრული გამოსახულების, ციფრული სიგნალების დამუშავების (DSP) და გამოსახულებების შემჭიდროვების მიმართულებით.

კვლევების ფოკუსი


ციფრული გამოსახულების დამუშავება

ციფრული გამოსახულებების დამუშავების ალგორითმების კვლევა, ანალიზი, კერძოდ გამოსახულებების სეგმენტაციისა და კლასიფიკაციის ამოცანები, მნი​შვნელოვანია ბიო-სამედიცინო გამოსახულებების , თანამგზავრული, ასევე ტექსტურ-ხელნაწერთა ამოცნობის და ზოგადად სახეთა ამოცნობის მიმართულებით.



ციფრული სიგნალების დამუშავება

ცენტრის საქმიანობა DSP ციფრული სიგნალების დამუშავების და ფიცრული ფილტრების ანალიზის მიმართულებით, ფოკუსირებულია როგორც აკუსტიკური/აუდიო სიგნალების და ხმის ამოცნობის, ასევე რადიო და სარადარო სიგნალების კვლევებისათვის.


გამოსახულების კომპრესია

გამოსახულების მცირე დანაკარგების გარეშე შემჭიდროვება მნიშვნელოვანია როგორც დაბალი გამტარობის სატელეკომუნიკაციო არხებში ეფექტურად გადაცემისათვის ასევე ციფრული მონაცემების მცირე მოცულობით დასაარქივებლად და დასამუშავებლად.




იშვიათი სიგნალების ანალიზი

გაიშვიათებული (მკვრივის საპირისპირო) სიგნალების დამუშავება, რაც გულისხმობს მცირე სიმრავლით სიგნალების ეფექტურად წარმოდგენას. ასეთი ტიპის სიგნალები გამოიყენება ისეთი ამოცანებში, როგორიცაა ინფორმაციის ე.წ "შეკუმშული ზონდირება", სადაც საწყისი ინფორმაციის სიზუსტის შემცირების გარეშე, სიგნალებიდან ანათვლების აღება ხდება დაბალი სიჩქარით.